სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ფორუმი

თბილისი სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. ეს არის პირველი პროფესიული პლატფორმა, რომელიც ეძღვნება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და საერთაშორისო საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერებას. ღონისძიება აერთიანებს სასტუმრო ოპერატორებს, საერთაშორისო ბრენდებს, დეველოპერებს, ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და საჯარო სექტორის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. განიხილავენ საქართველოში და რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს, ბაზრის გაფართოების შესაძლებლობებსა და კაპიტალის განთავსების პერსპექტივებს. პანელურ დისკუსიებსა და პრეზენტაციებზე აქცენტი გაკეთდება პრემიუმ და ლუქს სეგმენტის განვითარებასა და სახელმწიფოს როლზე ამ მიმართულებით.