სტუდენტების გამგზავრება გერმანიაში

სტუდენტების ნაწილი, რომელიც პანდემიის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო, უცხოეთში გამგზავრებას ვერ ახერხებდა, ჩარტერული რეისით გერმანიაში წავიდა. სპეციალური ფრენით, რომელიც ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით უზრუნველყო, 165-მა სტუდენტმა ისარგებლა.

დღევანდელი რეისით გერმანიაში წავიდნენ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.