„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ დღეს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა კრიზისის მართვისა და დაძლევის მწყობრი და მოწესრიგებული გეგმა. ჩიხლაძის თქმით, ასეთი გეგმა-სტრატეგია „აღმაშენებელს“ აქვს.

მისი განცხადებით, გეგმა ითვალისწინებს სწრაფი დიაგნოსტიკის წერტილების იდენტიფიცირებას და აღჭურვას, პირველადი ჯანდაცვის ექიმების სრულ მობილიზაციას; ტესტების დაჩქარებულ შესყიდვასა და შემოტანას; პაციენტთა ნაკადების სწორ მართვას. ჩიხლაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.