სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის აქცია კახეთში

ხელისუფლებისგან დახმარების მოთხოვნით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ათამდე მოქალაქე შეიკრიბა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში. მათი თქმით, სეტყვამ სრულად გაუნადგურა მოსავალი, რომელიც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო, მათ შორის ვენახი, რომლის გადარჩენისთვის ახლა საჭირო პროცედურების ჩატარებას სჭირდება პესტიციდები. ადგილობრივები ხელისუფლებისგან საბანკო ვალდებულებების გადავადების საკითხში შუამდგომლობას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი