სტიქია კახეთში

ერთჯერადი კომპენსაცია გლეხებისთვის – კახელი მევენახეების ნაწილი წელს მოსავლის გარეშე დარჩა. ძლიერმა სეტყვამ ვენახები თითქმის მთლიანად გაანადგურა, ისე, რომ რიგ შემთხვევაში ადგილობრივები ერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებასაც ვერ შეძლებენ.

რთველის საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით, მათთვის 3 000-ლარიანი დახმარება გამოიყოფა. სტიქიის შედეგად, ვაზის გარდა, კახეთში სხვა კულტურებიც დაზიანდა. უკვე ცნობილია, რომ ბაღების აღსადგენად ფერმერებს ნერგების შეძენა სრულად დაუფინანსდებათ.

ორი დღის წინ მოსულმა სეტყვამ ყვარლის, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.