სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 107 წლის იუბილე 

15:15, 25.07.2026

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა. ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორი თბილისში“ გაიმართა და მას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე საქსტატმა ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამსახურის განვითარების სამომავლო გეგმები შეაჯამა. ამასთან, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ საქსტატის თანამშრომლები, ბიზნესკომპანიები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

მსგავსი