გავლენიანი გამოცემა The Independent ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით British Airways-ის მიერ დაწყებული რეგულარული ფრენების, საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და თბილისის შესახებ სტატიას ამზადებს. პოპულარული გამოცემის ჟურნალისტს შონ მოლტონს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს. ბრიტანელ სტუმარს მაია ომიაძე შეხვდა და დედაქალაქის ისტორიული უბნები გააცნო. ტურის ფარგლებში ბრიტანელმა ჟურნალისტმა თბილისის მუზეუმები, ისტორიული ძეგლები და კულტურული თვალსაზრისით საინტერესო ადგილები მოინახულა.