სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე

„როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს“ – ამ სახელწოდებით გამოცემა Financial Times სტატიას აქვეყნებს. აღნიშნული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნდა. სტატიაში საუბარია საქართველოს გამორჩეულ ბუნებასა და კულტურაზე: „არქიტექტურულად გამორჩეული თბილისის გარდა, საქართველოს აქვს შავი ზღვის სანაპიროები, თოვლით დაფარული მწვერვალები, მთებზე შეფენილი შუა საუკუნეების კოშკები და ციცაბო კლდეებში ნაკვეთი მონასტრები“, – ვკითხულობთ სტატიაში.