სტატია ბათუმის შესახებ
პრესტიჟული ბრიტანული სამოგზაურო ჟურნალი Wanderlust ბათუმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატია სათაურით „გამოცადე დაუვიწყარი თავგადასავალი ბათუმში“, ჟურნალის საშემოდგომო ნომერში გამოქვეყნდა და ის მკითხველს აჭარის თვალწარმტაც ბუნებაში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
ბათუმის ტურისტულ შესაძლებლობებზე საუბრით იწყება სტატია, რომელშიც ბათუმთან ერთად ვრცლადაა აღწერილი ადგილობრივი სამზარეულო, აჭარის სამთო-სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტები და ველობილიკები. Wanderlust არის მაღალრეიტინგული ონლაინ და ბეჭდური გამოცემა, რომელიც ყურადღებას სათავგადასავლო და კულტურულ მოგზაურობაზე ამახვილებს. გამოცემა განსაკუთრებით ცნობილია თავისი გამორჩეული ფოტოგრაფიითა და სიღრმისეული სამოგზაურო გაიდებით.