„სტარბაქსი“ საქართველოში 

„სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის – ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქსის“ ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში. „სტარბაქსის“ პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, მომდევნო თვეებში კი ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

Alshaya Group ევრაზიაში „სტარბაქსის“ 800-ზე მეტ ობიექტს მართავს – თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მთლიანობაში კი კომპანიის პორტფელში ობიექტები 13 ბაზარზეა წარმოდგენილი.