სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობელის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

განცხადებაში ვკითხულობთ: ბრალდებული „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. მზია ამაღლობელმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ, დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.

ბრალდებული ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად. განვმარტავთ, რომ განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი. მოვუწოდებთ ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ზემოაღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგოდ მიზანმიმართულად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან, – ნათქვამია განცხადებაში.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა