მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:06, 05.02.2025

კლინიკაში გადაყვანილი მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ის მკურნალობას აგრძელებს, – აცხადებს „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე. ადვოკატის თქმით, კვლევების სრულყოფილად ჩატარების შემდგომ, მას კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა. მზია ამაღლობელი უკვე ოცდამეექვსე დღეა შიმშილობს.

 

მსგავსი