S&P Global-ის საკრედიტო რეიტინგი

21:40, 07.02.2026

საკრედიტო სააგენტო S&P Global-ის შეფასებით, საქართველომ აჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა. დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკური პარამეტრები სტაბილურია, გაუმჯობესებულია ბიზნესგარემო, რაც გატარებული რეფორმების შედეგია.

საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელია და სტაბილური პერსპექტივით კვლავ BB დონეზეა. კომპანია დადებითად აფასებს ეროვნული ბანკის საქმიანობასა და საბანკო სექტორის სტაბილურობას. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ასეთი შეფასებები ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ზრდის.

მსგავსი