სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი

15:22, 21.07.2025

საქართველოსა და სომხეთის შს მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა. იმსჯელეს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. ყურადღება გაამახვილეს მხარეთა შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე. მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ. მათი თქმით, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.

სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი

მსგავსი