სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. არპინე სარგსიანი თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა მხარეებს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, ასევე ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ კონტექსტში დადებითად შეფასდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დასრულება და გამოითქვა იმედი, რომ დოკუმენტს ხელი ახლო მომავალში მოეწერება.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, მომავალშიც შეუწყოს ხელი დიალოგს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დაესწრო.