სოფლის მეურნეობის მინისტრი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა. ისაუბრეს მევენახეობისა და ღვინის ინდუსტრიის განვითარების, ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციის, ასევე, სომელიეს პროფესიის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე. განხილული იყო სომელიეთა საერთაშორისო გილდიის პროგრამების ინტეგრაცია საქართველოს უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში. აღინიშნა, რომ სომელიეთა საერთაშორისო გილდია მრავალი წელია სხვადასხვა ქვეყანაში 14 ენაზე ატარებს ქართული ღვინის შესახებ სასწავლო კურსებს.