სომელიეთა საერთაშორისო გილდიის დელეგაცია საქართველოში
საქართველო სომელიეთა საერთაშორისო გილდიის დელეგაციას სტუმრობდა. ისინი ქართული ღვინის მწარმოებელ მარნებსა და კომპანიებს კახეთში, იმერეთსა და ქართლში გაეცნენ. ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დაიგეგმა. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის.