სოლიდარობის აქცია ბათუმში

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების სრულად მოხსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება, თუმცა, ეს არ არის საკმარისი და ეკონომიკის სრული ფუნქციონირებისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგულაცია უნდა გაუქმდეს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ბათუმში ეტაპობრივად პირველი თებერვლიდან შემსუბუქდება. კერძოდ, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა.