სოლიდარობის აქცია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებს მოქალაქეთა ნაწილი თბილისიდან. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. აცხადებენ, რომ იზიარებენ იმ აქტივისტების პოზიციას, რომლებიც უკვე 175 დღეა, რიონის ხეობაში ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. შეკრებილები ღამის გათენებას კანცელარიასთან გეგმავენ და იმ მოქალაქეებს, ვისაც რიონის ხეობაში ჩასვლის შესაძლებლობა არ აქვს, მოუწოდებენ, პროტესტს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე შეუერთდნენ.