სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროექტი 

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულ გეგმას რეგიონებში ეცნობიან. შეხვედრები გურიის რეგიონიდან დაიწყო. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა და გურიის მხარის რწმუნებულმა თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ფერმერებს ანტიკრიზისული გეგმის პროგრამები გააცნეს.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ერთ ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო, საგრანტო დახმარების მოცულობა და ტექნიკური დახმარება.