სოფლის ექიმების გადამზადების პროგრამა

12:20, 24.07.2026

ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლის ექიმების გადამზადების ახალი პროგრამა დაიწყო. ჯანდაცვის უწყებისა და სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, პრაქტიკული კონფერენცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიმართა. ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, მოისმინეს თემატური მოხსენებები, განიხილეს კლინიკური შემთხვევები და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიებში.

სოფლის ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა წელს პირველად ამოქმედდა. აღნიშნული ითვალისწინებს 2027 წლის 1-ელ იანვრამდე სავალდებულო 30 კრედიტ-ქულის დაგროვებას. ამ ეტაპზე სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე 200-მდე ოჯახის ექიმმა უკვე გაიარა შესაბამისი აქტივობები. პროექტი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. 

მსგავსი