სოფელ პერევის მოსახლეობას უფასო სამედიცინო კვლევები უტარდება

სამედიცინო აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში – ორგანიზაცია “ქართული ოცნება ჯანმრთელი მომავალის” ორგანიზებით, სოფლის მოსახლეობისთვის უფასო მრავალპროფილური სამედიცინო კვლევები მიმდინარეობს.

აქციაში ხუთი წამყვანი კლინიკის 50 ექიმი მონაწილეობს. აქცია დღესვე დასრულდება, თუმცა მომავალში სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს, ექიმის დანიშნულებით მედიკამენტებსაც გადასცემენ.