სოფელ აფენის ლუდის ქარხანა სპირტის წარმოებასაც დაიწყებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში მდებარე შპს „კრისტალი“ წელს პირველად სპირტის წარმოებას დაიწყებს. „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით, კომპანია მოსახლეობისგან დაზიანებულ ხილსა და ყურძენს ჩაიბარებს და აღნიშნული ნედლეულით სპირტს გამოხდის. მოსახლეობას კი დაზიანებული ხილისა და ყურძნის რეალიზაციის პრობლემა მოეხსნება. აფენის ლუდის ქარხანა 23 წელია, ლუდს ჩეხური ტექნოლოგიით ასხამს და შიდა ბაზარზე ყიდის. ლუდის ქარხანას ჩეხი ბიზნესმენები სტუმრობდნენ, მათ საწარმო დაათვალიერეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.