სოციალური თანადგომა სოფელ მარადისში

სოფელ მარადისში მცხოვრები ოჯახი, რომლის ყველა წევრიც კოვიდინფიცირებულია, მოსავლის და, შესაბამისად, შემოსავლის გარეშე არ დარჩება. ეს კი მათი მეზობლების დამსახურებაა. სანამ ოჯახი „კოვიდ-19“-ს საავადმყოფოში ებრძვის, მათ სიახლოვეს მცხოვრებმა ქალებმა ოჯახის კუთვნილი ნაკვეთი დაამუშავეს.

ინიციატორების  მხრიდან ეს სოლიდარობისა და თანასოფლელების დახმარების პირველი შემთხვევა არ არის და, სავარაუდოდ, არც უკანასკნელი.

ლიკა ალელიშვილის, გიორგი პაჭიკაშვილისა და ირაკლი გედენიძის სიუჟეტი წითელი ზონიდან.