სკრინინგის პროგრამის საინფორმაციო კამპანია
სკრინინგის პროგრამის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი სურსათის სააგენტოს თანამშრომლებს შეხვდა. ეთერ კიღურაძემ სკრინინგის მნიშვნელობაზე, როგორც კიბოს პრევენციის საშუალებაზე, ასევე, „ეროვნული სკრინინგ ცენტრის“ საქმიანობაზე, მომართვიანობის სტატისტიკასა და პროგრამის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად მიმართულ ღონისძიებებზე პრეზენტაცია გამართა.