სკრინინგის კამპანია რეგიონებში

12:22, 28.03.2026

რეგიონებში სკრინინგის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორგანიზებით, გამოკვლევები ტარდება აჭარაში. ადგილობრივებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ გაეკეთებინათ სკრინინგი ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის – აივ ინფექციაზე, B და C ჰეპატიტებზე. ასევე, ჩატარდა ონკოლოგიური პათოლოგიების – ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი.

სკრინინგის აქციის პარალელურად, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაშიც, სადაც მხარეებმა, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სკრინინგისა და დაავადებათა ეფექტიანად მართვაში თვითმმართველობის კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობაზე იმსჯელეს.

მსგავსი