სკოლების მზადება ახალი სასწავლო წლისთვის

სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლებში მზად არიან. რეკომენდაციებისა და რეგულაციების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. სკოლების მონიტორინგი ყოველდღიურად მოხდება, ასევე, განსაზღვრულია ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირება. შრომის ინსპექციის მხრიდან გაკონტროლდება პირბადის ტარებაც.