სისხლის უანგარო დონორობის პროგრამა

15:28, 11.12.2025

ქვეყანა სისხლის უანგარო დონორობაზე გადასვლისთვის ემზადება. ამ საკითხზე ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანია, პაციენტებს უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის პროდუქტები მიეწოდოთ. მინისტრის თქმით, უანგარო დონაციის ხელშეწყობა, ევროდირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს. წარმოდგენილი კანონქვემდებარე აქტების მიხედვით, უმჯობესდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები, ინერგება სისხლისა და მისი კომპონენტების კონტროლი, ასევე განისაზღვრება სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების ახალი წესები.

მსგავსი