14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი სპეციალურ კამპანიას შეუერთდა – ცენტრის წარმომადგენლებმა უანგაროდ გაიღეს სისხლი.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ინფორმაციით, დონორთა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს და 2023-2024 წლებში, ეს მაჩვენებელი 63 ათასს აღემატებოდა. სისხლის უანგარო დონორის მსოფლიო დღე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2005 წელს დაარსდა და მისი მიზანი უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობასა თუ საჭიროებაზე ცნობიერების ამაღლებაა.
ისხლის უანგარო დონაციის აქციას შეუერთდნენ საკრებულოშიც, სადაც სისხლის ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით მოეწერა. გაღებული სისხლი უსასყიდლოდ მოხმარდება იმ ბავშვებს, რომლებიც სისხლსა და სისხლის კომპონენტებს საჭიროებენ.