სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრები დილიდან უწმინდესის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს აღასრულებენ
სიონის საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებმა უწმინდესის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულეს. ადგილზე მიდიან მომლოცველები. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივისცემის გამოსახატად მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება. მათივე თქმით, დღეს განსაკუთრებით რთულია, რადგან უწმინდესის საფლავზე უწევთ მისვლა.