სინოდის განჩინება

ეკლესიის წმინდა სინოდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რომ აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუსკვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა. წმინდა სინოდი იმედოვნებს, რომ დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საქართველოს კუთვნილებაა.

წმინდა სინოდის სხდომაზე 12 საკითხი იყო განხილული, მათ შორის სინოდის წევრებმა ვაქცინაციის შესახებ იმსჯელეს. განჩინებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკლესია აფასებს იმ სიკეთეს, რაც მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით, რადგან ეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა.

 

დატოვე კომენტარი