სინეტიკის თეატრი

სინეტიკის თეატრი  და მისი დამაარსებელი ქართველი წყვილი “ახალ კვირას” ვაშინგტონში მასპინძლობს.

ხელოვნების სხვადასხვა დარგის და რამდენიმე თეატრალური ჟანრის სინთეზით მიღებული ახალი თეატრის კონცეფციის ისტორია.

პაატა და ირინა ციქურიშვილების ამერიკული ისტორია, რომელიც 90-იანი წლებიდან ვაშინგტონში დაიწყო.

როგორ მოახერხა წყვილმა შეერთებულ შტატებში 2001 წელს საკუთარი თეატრის შექმნა, რომელიც თეატრალურ ოსკარად მიჩნეული „ჰელენ ჰეიზის“ 130 ნომინაციაში 35 ჯილდოს მფლობელია.

სინეტიკის თეატრის სცენაზე მიმდინარე რეპეტიცია “ახალი კვირის” რეპორტაჟში.