სიმულაციური სწავლება

12:28, 21.02.2026

საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებთან შესაბამისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდი შეიქმნა. გუნდის მზადყოფნის შესაფასებლად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე საველე, სიმულაციური სწავლება გაიმართა. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: ექიმები, პარამედიკოსები, ექთნები, ლოჯისტიკისა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები. ვერიფიკაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გუნდი საერთაშორისო კლასიფიკაციას მიიღებს.

მსგავსი