სიმპოზიუმი თბილისში

15:25, 15.02.2025

„მეტასტაზური ძუძუს კიბო: დიაგნოსტიკა და მკურნალობა“- ამ სახელწოდებით საქართველოში ონკოლოგიის საერთაშორისო თვის ფარგლებში სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ონკოლოგებმა, რადიოლოგებმა, სხივურმა თერაპევტებმა და სხვა სპეციალისტებმა უახლესი პრაქტიკა გაიზიარეს. განიხილეს პაციენტის მართვის სრული ციკლი – დაწყებული დიაგნოსტიკიდან, დამთავრებული მკურნალობის შემდგომი რეაბილიტაციით, რომლის მიწოდებასაც უმეტესად სახელმწიფო პროგრამები უზრუნველყოფს. სიმპოზიუმი საქართველოს ონკოლოგიის სკოლისა და რადიოლოგთა ასოციაციის, ასევე თოდუას კლინიკის ორგანიზებით გაიმართა.

 

მსგავსი