„სილქ როუდ“ ჯგუფის განცხადება

12:12, 07.07.2025
 გიორგი რამიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა კომპანია „სილქ როუდ“ ჯგუფმა. გიორგი რამიშვილი მიმდინარე წლის 6 ივლისს დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასაზღვრო კონტროლზე, ვინაიდან ხელბარგში აღმოჩენილ იქნა კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. დაინტერესებულ მხარეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ვინაიდან ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები. – წერია განცხადებაში.

მსგავსი