ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

15:11, 07.07.2025

 ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ – „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელი სამართალდამცველებმა გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში ბიზნესმენს ხელბარგის სკანერისას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები აღმოუჩინეს.

უწყებაში ადასტურებენ, რომ გიორგი რამიშვილს იარაღი რეგისტრირებული ჰქონდა, თუმცა აცხადებენ, რომ არ ჰქონდა ტარების უფლება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

მსგავსი