„სიცოცხლის ფესტივალი“ – ამ სახელწოდების ღონისძიება სპორტის სასახლეში, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. ფესტივალი, რომელიც უკვე მეთერთმეტედ იმართება, ბავშვთა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ჩატარდა „მხიარული სტარტები“. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები, შვილებთან ერთად, გუნდურად შეეჯიბრნენ ერთმანეთს. მიზანია ქველმოქმედების ხელშეწყობა.