შსს-ში არასრულწლოვნების საქმეზე ორი მოწმის გამოკითხვა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ორმა მოწმემ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.

დღეს უწყებაში 51-ე სკოლის ფიზიკის პედაგოგი და ერთი არასრულწლოვანი იყვნენ გამოძახებულები.

მოზარდი სამინისტროში მამასთან ერთად იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის საქმე გადაიბარა, სულ შვიდი მოწმე გამოკითხა.