შსს: პირი, რომელიც ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია

პირი, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ემუქრებოდა, დაკავებულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ მის მიმართ გამოთქმულ მუქარასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ დაწერა.

თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ჟურნალისტი გუშინ დაიბარეს. გამოიკითხნენ სხვა მოწმეებიც.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინგა გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.