შსს-ო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით  გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების 324 ფაქტზე დაიწყეს. 72 პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა.

ამავე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი: კარაბინები, შაშხანები და სანადირო თოფები. ცეცხლსასროლი პისტოლეტები და რევოლვერები, თვითნაკეთი, კუსტარული და გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი,
აირის, ხმოვანი და პნევმატური იარაღი. ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის და კალიბრის საბრძოლო ვაზნა.

პირველი იანვრიდან დღემდე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ან ტარების 659 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 155 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა.