შსს „გირჩის“ წევრების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

„გირჩის“ წევრების დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ამავე პარტიის 14 აქტივისტი 3000 ლარით დააჯარიმეს, სამი პირი კი წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.