შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი დღის ცენტრ „ანიკას“ ესტუმრა. მიხეილ სარჯველაძემ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, დღის ცენტრი დაათვალიერა და ბენეფიციარების მომსახურებების პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო.

საქართველოს პარლამენტმა 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 2000 წელს გამოაცხადა. მიზანი სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.