შს სამინისტრომ შიდა ქართლში უკანონო იარაღი ამოიღო

შიდა ქართლში,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო იარაღი ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული პირი აიყვანეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.