შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორები დააკავა

18:07, 07.05.2018

ნარკორეალიზატორების დაკავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო. სპეციალური ბრიფინგი უწყებაში ერთი საათის წინ გაიმართა.

პოლიციამ, მარნეულსა და ფონიჭალაში ერთდროულად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, შვიდი ნარკორეალიზატორი დააკავა. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი თურქეთის მოქალაქეა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი „ექსტაზის” 393 აბი.

ასევე, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულია საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და ოთხი კაფსულა „მეტადონი”.

მსგავსი