შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
შინაგან საქმეთა მინისტრი აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდთან იმყოფებოდა. გეკა გელაძე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. მინისტრი ადგილზე გაეცნო საპოლიციო დანაყოფების ინფრასტრუქტურასა და სამართალდამცავების საჭიროებებს.
გარდა ამისა, გეკა გელაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთანაც გამართა შეხვედრა. მინისტრი, ასევე, იმყოფებოდა ზუგდიდში მდებარე მომსახურების სააგენტოს სამმართველოში, სადაც თანამშრომელთა სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა.