შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში

შინაგან საქმეთა მინისტრი, ხუთი-ექვსი ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტში მიმდინარე კვირაში მივა. თარიღთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. უცნობია, დაესწრება, თუ არა ვახტანგ გომელაურის მოსმენას ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება. ისინი ამბობენ, რომ ვახტანგ გომელაურთან კითხვები აღარ აქვთ და ახლა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მისი გადადგომაა.

ოპოზიციის მეორე ნაწილს კი აინტერესებს, რატომ არ იყო სამართალდამცველთა სრული მობილიზება 5 ივლისს და რატომ ვერ მოახერხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიის წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთა.

დატოვე კომენტარი