შიდა ტურისტული სეზონი იხსნება

დღეიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება. ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს და ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.

ობიექტებს სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევს და ისინი მუდმივად შემოწმდებიან. დაცულ ტერიტორიებზე დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში შესვლამდე კი, სტუმრებს უკონტაქტო თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

თათია ტაბეშაძე დეტალებით.