შიდა ქართლის „ცხელების ცენტრებში“ ათ ადამიანს აკვირდებიან

შიდა ქართლის „ცხელების ცენტრებში“ ათ ადამიანს აკვირდებიან. მათგან ნაწილს ანალიზებს დღეს აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან. ბოლო ცნობებით, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 50-მდე პირი, მათ შორის იმ მამაკაცის ახლობლებიც, რომელსაც „კოვიდ 19“ უკვე დადასტურებული აქვს, საუბარია მეჯვრისხევის მაცხოვრებლებზე.

პარალელურად, მუშაობას აგრძელებს საგანგებო საოპერაციო შტაბი. მკაცრი კონტროლი და შემოწმებები მიმდინარეობს სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე.

გორიდან ახალ ინფორმაციას ნინო ფისაძე გაგვაცნობს.