შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნა და ხელისუფლების პასუხი

 აქციის ფონზე მიმდინარეობდა ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა შეხვედრა ხელისუფლებასთან. პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორის წარმომადგენლები რეგულაციების დაცვით, კაფე-რესტორნებისა და სათხილამურო კურორტების 1-ლი თებერვლიდან გახსნას ითხოვენ. თუმცა, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეპიდემიოლოგების მიდგომა, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის 6-დან 4%-ს ქვემოთ ჩამოსვლაზე, ტურიზმის სფეროზეც ვრცელდება.

დღევანდელ კონსულტაციებს ეპიდემიოლოგებიც ესწრებოდნენ. ბიზნესის წარმომადგენლები შეხვედრით უკმაყოფილოები დარჩნენ.

დატოვე კომენტარი