შეზღუდვები თბილისში

რამდენიმე საათი შეზღუდვების ამოქმედებიდან. ახალი დადგენილების თანახმად, 22:00 საათიდან მუშაობა შეწყვიტეს რესტორნებმა და გასართობმა ცენტრებმა. როგორ სრულდება დაწესებული შეზღუდვა, მონიტორინგს შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს.

თბილისსა და ქუთაისში 20-მდე ჯგუფი მუშაობს. მასთან, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე განმარტავს, საპატრულო პოლიცია პირბადეების გამოყენებასაც აკონტროლებს.

რაც შეეხება დაღვევის პირველ ფაქტს, დედაქალაქში მდებარე „სახელოსნო ბარი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა დაწესებულებაში მყოფ პარტია „გირჩის“ წევრებსა და შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს შორის. „გირჩში“ აცხადებენ, რომ „სახელოსნო ბარში“ მათი საარჩევნო შტაბია გახსნილი და დაწესებულებას სწორედ პოლიტიკური შეხვედრებისთვის იყენებენ. მომხდარს დღეს „გირჩის“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში უშლის ხელს.

დატოვე კომენტარი